დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:32 | 20 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

"ვინ რეცხავს პუტინის საცვლებს"? - PET SHOP BOYS-მა ახალი სიმღერა გამოუშვა - [VIDEO]

ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა Pet Shop Boys, საკუთარი Youtube-ის არხზე ახალი სიმღერა გამოაქვეყნა.

ჩაშლილად: სიმღერის სათაურია A Top Secret Washing Machine (გასაიდუმლოებული სარეცხი მანქანა). კომპოზიციის თავდაპირველი სახელი იყო Putin's Underpants (პუტინი საცვალი).

  • სიმღერა იწყება სიტყვებით: "ვინ რეცხავს პუტინის საცვლებს? ვის ევალება მათი სისუფთავის დაცვა, მისი რეზიდენციის სიღრმეში, უაღრესად საიდუმლო სარეცხ მანქანაში?“
  • ტრეკი პირდაპირ ახსენებს იმას, თუ როგორ „წამლავს პუტინი თავისი ოპონენტების საცვლებს“, რაც ეხმაურება 2020 წელს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლას.
  • ტრეკი გამოვიდა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების დაწყების პარალელურად.

წინარე ისტორია: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დუეტი პუტინს და მის პოლიტიკას ეხმიანება.

  • 2023 წელს Pet Shop Boys-მა გამოუშვა სიმღერა Living in The Past, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი იოსებ სტალინს შეადარა.
  • ხოლო 2025 წელს დუეტმა გამოუშვა კომპოზიცია Hymn, რომელიც მოკლულ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მიუძღვნა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე