დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

23:10 | 01 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

ზელენსკი: რუსეთმა ოქტომბერში 54 ათასი სამხედრო დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2026 წლის ოქტომბერში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სარეკორდო დანაკარგები ჰქონდა - 54 400 სამხედრო დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით.

ვითარების არსი: ზელენსკის თქმით, ასეთი დანაკარგები სარეკორდოა სრულმასშტაბიანი ომის ყველა თვის განმავლობაში.

  • უკრაინის შეფასებით, 21 ოქტომბერს დღიური დანაკარგების რეკორდი დამყარდა: რუსეთმა 2 250 სამხედრო დაკარგა.
  • გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 96.2 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, რაც 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია იმ ფართობზე, რომლის ოკუპირებაც რუსებმა ძალებმა შეძლეს.
  • "ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს მაქსიმალურად ძვირი დაუჯდეს. ამ უგუნური დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთისთვის სრულიად საკმარისია ცეცხლის შეწყვეტასა და დიპლომატიაზე გადაწყვეტილების მიღება," - ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტრიქონებს შორის: ჟურნალმა The Economist-მა საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის საერთო დანაკარგებმა, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით, შესაძლოა 1.4-დან 2.1 მილიონ ადამიანამდე იყოს.

  • გამოცემის შეფასებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 374-დან 770 ათას ადამიანამდე მერყეობდეს.
  • გარდა ამისა, 30 ოქტომბერს BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, "მედიაზონამ" და მოხალისეთა გუნდმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული რუსების დანაკარგებმა 2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა.
  • ამასთან, BBC წერს, რომ სახელობითად ცნობილია რუსეთის შეიარაღებული ძალების 285 ათასი დაღუპული სამხედრო. დაღუპული რუსი სამხედროების აღრიცხვის სირთულე დიდწილად უკავშირდება იმას, რომ მათ დაღუპვაზე ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. 

დიდი სურათი: ღია წყაროებით დადასტურებული დაღუპული რუსი სამხედროების წილი რუსულ არმიაში დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45-დან 55 პროცენტამდეა, რაც, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა 518 224-დან 663 384 ადამიანამდე მერყეობდეს.

  • თუ ამ ციფრებს დავუმატებთ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ქვედანაყოფების შემადგენლობაში მებრძოლთა რაოდენობას, 21 000 - 23 500 ადამიანი, ასევე ჩრდილოეთ კორეელი მოკლული ჯარისკაცების სახელები - 2 304, რუსეთის და მისი მოკავშირე ძალების ჯამური დანაკარგები შესაძლოა 541 528-დან 689 188-მდე სამხედროს დიაპაზონში იყოს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე