Ozon-მა თავის საწყობებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალი 30.1($373 000 000) მილიარდ რუბლად შეაფასა. რაც მარკეტპლეისის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.
ვითარების არსი: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აგვისტოდან მოყოლებული, მარკეტპლეისმა თავის ობიექტებზე დრონების დარტყმების შედეგად გამოწვეული 11 სხვადასხვა სიმძიმის ხანძარი დააფიქსირა.
- კომპანიაში აღნიშნეს, რომ დაზარალებულ ობიექტებზე შენახული აქტივებისა და საქონლის ნაწილი, აგრეთვე ზოგიერთი სხვა რისკი დაზღვეული იყო.
- მარკეტპლეისი სადაზღვევო კომპანიებთან ზარალის ანაზღაურებაზე მსჯელობს. ამასთან, ოზონში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაშინაც კი, თუ სადაზღვევო ანაზღაურება იქნება მიღებული, ის შესაძლოა შეუსაბამო აღმოჩნდეს მიყენებულ ზარალთან.
- "დრონების დარტყმებმა შესაძლოა გამოიწვიოს ლოკალური შეფერხებები ოპერაციულ პროცესებში, დანაკარგები, დამატებითი ხარჯები და ზარალი, რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ბიზნესზე, განვითარების პერსპექტივებზე, ფინანსურ მდგომარეობასა და ოპერაციული საქმიანობის შედეგებზე". - ხაზგასმით აღნიშნეს კომპანიაში.
ჩაშლილად: ოზონის ფინანსური ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ 3,7 მილიარდი რუბლი შეადგინა, ბრუნვამ კი 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 42%-ით მოიმატა და 1,6 ტრილიონ რუბლს მიაღწია.
- პლატფორმაზე შეკვეთების რაოდენობა 76%-ით, 1,2 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო შენაძენების სიხშირემ 53%-ით მოიმატა და ერთ აქტიურ მყიდველზე წელიწადში 51 შეკვეთა შეადგინა.
- ამასთან, ოზონი "ვერ ამჩნევს არსებით შეფერხებებს მუშაობაში", ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ატარებს ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ზომებს, აღნიშნა კომპანიამ.
წინარე ისტორია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ოზონის საწყობებზე შეტევა აგვისტოს ბოლოს დაიწყეს.
- დაზიანდა სამარის ოლქის, ადიღეის, დაღესტნის, ორენბურგის ოლქის, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების, სანქტ-პეტერბურგის ობიექტები.
- გასულ კვირას დრონებმა დარტყმა მიაყენეს კომპანიის ობიექტს ომსკში, რის შედეგადაც მარკეტპლეისის ლოგისტიკური ცენტრი დაიწვა.