მელიტოპოლის მერი: ოკუპირებულ ტოკმაკსა და ბერდიანსკში აფეთქებები იყო

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ შაბათს ზაპორიჟიეს რაიონის ოკუპირებულ ტოკმაკსა და ბერდიანსკში ძლიერი აფეთქებები მოხდა.

"ტოკმაკში ოკუპანტებს უკვე მეორე დღეა "დისკოთეკა" აქვთ. მოსახლეობა რამდენიმე ძლიერი აფეთქების შესახებ იტყობინება." - წერს ქალაქის მერი.

მოგვიანებით, ფედოროვმა თქვა, რომ "ესტაფეტა ტოკამკიდან ბერდიანსკმა გადაიბარა."

ქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების ყველა უბანში ისმოდა.

ზაპორიჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილი უკრაინის შეიარღებული ძალების კონტრშეტევის მთავარი მიმართულებაა. უკრაინელების გაცხადებული მიზანი ტოკმაკის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის აღებაა, რაც რუსეთს ყირიმისკენ სახმელეთო გზას მოუჭრის.

23 სექტემბერს უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიას" მეთაურმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ დასავლურ მედიას განუცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპორიჟიეს რეგიონში, ვერბოვეს მარცხენა ფლანგზე რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს.

მსგავსი სიახლეები