ავსტრალიაში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობების დაზიანება გამოიწვია.

მიწისძვრა დილით 09:15 საათზე მოხდა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა თქვა: "ჯანმრთელობის სერიოზულად დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გაქვს და ეს კარგი ამბავია."

პირველი მიწისძვრის შემდეგ ორი - 4.0 და 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრები განმეორდა.

მიწისძვრები ქვეყნისთვის ძალიან იშვიათი მოვლენაა.

მელბურნი სიდიდით ავსტრალიის მეორე ქალაქია, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ამჟამად მელბურნში კორონავირუსის ახალი ტალღის გამო მკაცრი კარანტინია.

 

მსგავსი სიახლეები