ბელგიელ ქალს კორონავირუსის ორი ვარიანტი ერთდროულად დაუდასტურდა
ბელგიაში კორონავირუსით 90 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ექიმებმა ერთდროულად კორონავირუსის ორი ვარიანტი დაუდგინეს.
Reuters-ის ცნობით, პაციენტი აუცრელი იყო.
გარდაცვლილს ვირუსის ალფა და ბეტა ანუ ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტები დაუდასტურდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა ორი სხვადასხვა ინფიცირებულის კონტაქტი იყო.
Guardian-ის ინფორმაციით, ერთდროულად ორი ვარიანტის ინფიცირების შემთხვევა იანვარში ბრაზილიაშიც დაფიქსირდა.