ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი ეპისკოპოსებისთვის მჟავის შესხმისთვის დააპატიმრეს

ხუთშაბათს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელს ბრალი წაუყენეს ადამიანების სხეულის განზრახ დაზიანებისთვის. ის 7 ეპისკოპოსს და 3 სხვა ადამიანს დაესხა თავს.

The Associated Press-ის ცნობით 37 წლის სასულიერო პირმა მიიღო ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს დისციპლინური მოსმენის შემდეგ ეკლესიიდან განკვეთას უპირებდნენ, ამიტომ მან კოლეგებს მჟავა შეასხა.

მღვდელი ნარკოვაჭრობაში იყო ბრალდებული, 2018 წლის ივნისში მას 1.8 გრამი კოკაინი უპოვეს.

თავდასხმის რამდენიმე მსხვერპლი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. 

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული პრობლემები აქვს და მას სრულად არ ესმოდა რა მოჰყვებოდა მის ქმედებას.

საბერძნეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა თავდასხმა დაგმეს.

 

მსგავსი სიახლეები