ევროკომისარი: ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა
ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა რადიო Europe 1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 5 ივნისს გამოქვეყნდა.
ბრეტონმა აღნიშნა, რომ რუსულმა „გაზპრომმა“ უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ნიდერლანდებს, დანიასა და ფინეთს.
”ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა ჩემ გუნდთან ერთად, რომ შევძლოთ ამაზე რეაგირება,” - განაგრძო მან.
ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი ყოველწლიურად 155 მილიონი მ³ გაზს ყიდულობს რუსეთიდან (მთლიანი იმპორტის 45%). ევროკავშირში შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს 50 მილიონი მ³ თხევადი გაზის შემოტანას შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან და კიდევ 10 მილიონი მ³ გაზის შეძენას არსებული ალტერნატიული მილსადენებით. ასევე, მოსალოდნელია, საზღვაო ქარის ტურბინებისა და ფოტოელექტრული პანელების გამოყენების დაჩქარება, რაც ჩაანაცვლებს კიდევ 25 მილიონ მ³ გაზს.
როგორც ბოლო ვარიანტი, ასევე განიხილება, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გამოყენება.
"ჩვენ ვიყენებთ სანქციებს, როგორც ფინანსურ სასჯელს, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაგრძელოთ ამ ომის დაფინანსება. ყველა ეხმარება უკრაინელებს ამ აგრესიის წინააღმდეგ ლეგიტიმურ ბრძოლაში", - ხაზგასმით აღნიშნა ბრეტონმა.