ლატვია: რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო შევასუსტებთ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე, მისი ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, კიდევ უფრო მეტად შეამცირებს.
ედგარას რინკევიჩისმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ესტონეთისადმი სოლიდარობის მიზნითაც არის მიღებული.
სავარაუდოდ, ლატვიელების ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი, კრემლის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც ნათქვამია, რომ "რუსოფობიის" მიზეზით, ქვეყნიდან ესტონეთის მოქმედი ელჩი გააძევეს.
ესტონეთის ელჩს, მოსკოვის დასატოვებლად ვადა 7 თებერვლამდე აქვს.
ომის დაწყების შემდეგ, ბალტიის ქვეყნები უკრაინას გულუხვად ეხმარებიან - იქნება ეს სამხედრო, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური ტიპის დახმარება.