ლირის გაუფასურების გამო ერდოღანმა ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლა

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლირის რეკორდული გაუფასურების ფონზე ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლა.

ლუთფი ელვანის თანამდებობას მისი მოადგილე, 57 წლის ნურედინ ნებათი დაიკავებს.

ნებათი ხაზინის უფროსის პოსტს 2020 წლის ნოემბრიდან იკავებდა. მანამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ერდოღანის სიძე, ბერათ ალბაირაქი ითავსებდა.

ოთხშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ლირის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო ინტერვენცია განახორციელა.

რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, რომელიც 20 %-ს აღწევს, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება მოუწია.

ერდოღანი თვლის, რომ მაღალ ინფლაციას მაღალი საპროცენტო განაკვეთები იწვევს, რაც წინააღმდეგობაშია დამკვიდრებულ ეკონომიკურ პრაქტიკასთან.

ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება მისი „პრიორიტეტი“ არ იქნება.

„ჩვენ ზომებს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ფარგლებში მივიღებთ“, - ამბობს ნებათი.

 

ვრცლად გაეცანით:

მსგავსი სიახლეები