NATO: ვიღებთ ახალ ზომებს საქართველოს მხარდასაჭერად

გამოქვეყნდა NATO-ს მადრიდში მიმდინარე სამიტის დეკლარაციის ტექსტი, სადაც მოკავშირეთა შორის საუბარია საქართველოზეც.

როგორც დეკლარაციაში წერია, სამიტზე, რომელსაც მოკავშირე სახელმწიფოების ხელმძღვანელებიც ესწრებიან, NATO-ს ლიდერებს ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ NATO გეგმავს, გააძლიეროს მოკავშირეთა მხარდაჭერა, მათ შორის კი საქართველოცაა:

"ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლის ფონზე გადავწყვიტეთ, მივიღოთ ახალი ზომები, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარტნიორებს მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარება, ბოსნია ჰერცოგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ჩათვლით.

ვიმუშავებთ მათთან ერთად მათი ერთიანობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განსავითარებლად და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად", - წერია NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.

მსგავსი სიახლეები