ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტს უერთდება
26 აგვისტოს ძალაში შევიდა ნორვეგიის გადაწყვეტილება შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლის მეშვიდე პაკეტიც ევროკავშირმა 21 ივლისს დაამტკიცა. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იტყობინება.
"ევროკავშირის მიერ 2022 წლის 21 ივლისს მიღებული სანქციების პაკეტი შევიდა ნორვეგიის კანონმდებლობაში და დღეს ძალაში შედის", - ნათქვამია განცხადებაში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "რუსეთის მთავრობაზე და რუსული ელიტის ამ წევრებზე ზეწოლის გასაგრძელებლად" ევროკავშირთან მუშაობს.
"ეს სანქციები უკრაინაზე რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ თავდასხმაზე აუცილებელი პასუხია", - განაცხადა დიპლომატმა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ 21 ივლისს დამტკიცებული ევროკავშირის სანქციების სიაში შედის 54 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი, მათ შორის უმსხვილესი რუსული ბანკი "სბერბანკი".
"ამჟამად სიაში შედის 1200-ზე მეტი ფიზიკური და 100-ზე მეტი იურიდიული პირი", - აღნიშნეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნორვეგია ევროკავშირის წევრი არ არის.