ფილიპინებში გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც შეზღუდვების დარღვევისთვის პოლიციამ 300 ბუქნის გაკეთება აიძულა

ფილიპინებში გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც პოლიციამ 300 ბუქნის გაკეთება აიძულა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული კარანტინის დარღვევის გამო. 

1 აპრილს, 28 წლის დარენ მანაოგ პენარედონდომ გენერალ ტრიასში წყლის საყიდლად საკუთარი სახლი დატოვა. CNN Philippines-ის ინფორმაციით, ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ 300 ბუქნი გაეკეთებინა.

“მას კრუნჩხვები შაბათს დაეწყო, მაგრამ სახლში მისი გადარჩენა მოვახერხეთ. შემდეგ ის კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა”, - განაცხადა მისმა ოჯახმა. 

ფილიპინები კორონავირუსის შემთხვევებით აზიის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა. ქვეყანაში 819,000 ინფიცირების და 14,000 გარდაცვალების შემთხვევაა. წინა თვეში, ვირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, 25 მილიონ ადამიანს უმკაცრესი შეზღუდვები დაუწესდა.

ქალაქ გენერალ ტრიასის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ეს ფილიპინებში პოლიციის მიერ შეზღუდვების აღსრულებისას გამოჩენილი სისასტიკის პირველი შემთხვევა არ არის. შარშან საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნეს, რომ პოლიციამ კარანტინის ნორმების დარღვევისთვის 5 ახალგაზრდა ძაღლების გალიაში ჩაკეტა.

 

მსგავსი სიახლეები