Reuters: ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტი 6-ჯერ გაზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთმა მკვეთრად გაზარდა რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტოს განკარგულებაში აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, ქალაქ აქტაუს პორტიდან ბაქოში გატარებული ნავთობის მოცულობამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 163 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6-ჯერ მეტია.

გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით დამატებით 104 ათასი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საშუალებით. 

კონტექსტი

მიმდინარე წელს ყაზახეთის ეროვნული საზღვაო გადამზიდი Казмортрансфлот დამატებით 2 ნავთობტანკერს შეიძენს. ამგვარი ყაზახეთის კუთვნილი კასპიური ფლოტში გემების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდება. სწორედ ამ მარშრუტს იყენებს ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის. 

რუსეთის მიღმა ნავთობის ექსპორტის მთავარი მარშრუტი ყაზახეთის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მისლადენია. მილსადენამდე ნავთობი კასპიური ზღვის გავლით აღწევს. მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გატარებული გაზის როდენობა 1.5 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. მარტში ამ მილსადენის გავლით ყაზახეთმა 20 ათასი ტონა ნავთობი გაატარა, აპრილში მოცულობა 125 ათას დონამდე უნდა გაიზარდოს. 

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ყაზახეთი მილსადენის გავლით გატარებული ნავთობის მოცულობის წლიურად 20 მილიონ ტონამდე გაზრდაზე მუშაობს. წყაროების ცნობით, ამისთვის საჭირო იქნება მოცულობითი ინვესტიციები ქალაქ ოქტაუს პორტის გაფართოებისთვის, მათ შორის პორტის გაღრმავება და ასევე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა. 

ზოგი წყაროს ცნობით შესაძლოა საუბარი იყოს ათეულობით მილიარდ დოლარზე. 

ამ დროისთვის ყაზახეთის მთლიანი სანავთობო ექსპორტის 80% რუსეთის გავლით ხორციელდება. ყაზახური ნედლეული კასპიის მილსადენის კონსორციუმის კუთვნილ წერტილებში, ქალაქ ნოვოროსისკში იყრის თავს. სწორედ ნოვოროსისკის პორტიდან ნაწილდება ყაზახური ნავთობი გლობალურ ბაზრებზე. 

2022 წლის ივლისში რუსეთის პრიმორსკის მხარის სასამართლომ კასპიური მილსადენის კონსორციუმის მუშაობა 30 დღის ვადით, "გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრამდე შეაჩერა."

სწორედ ეს გახდა ყაზახეთის მხრიდან ალტერნატიული მარშრუტების ძებნის მიზეზი. თუმცა ექსპორტის მარშრუტების ცვლილებას შესაძლოა ხელი შეუშალოს რამდენიმე ფაქტორმა: კასპიის მილსადენის კონსორციუმთან დადებულმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა და რუსული მარშრუტის შედარებითმა სიიაფემ. 

აზერბაიჯანმა ყაზახეთის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტიც შესთავაზა - ბაქო-სუფსა. ყაზახეთის ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეები ამ დროისთვის აღნიშნული მარშრუტის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლით და კონკრეტული შესაძლებლობების გაზრდის შესაძლებლობებს სწავლობენ. 

სუფსის მარშრუტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები