რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მრჩეველი თანამდებობას ტოვებს
რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მრჩეველი სერგეი იგნატიევი თანამდებობას ტოვებს და პენსიაზე გასვლას აპირებს.
ინფორმაციას ბანკ როსია ავრცელებს.
იგნატიევი ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრი იყო.
მანამდე, 2002-2013 წლებში, იგნატიევი რუსეთის მთავარ საბანკო ორგანოს მეთაურობდა.
რუსეთზე მასშტაბური საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ, რასაც რუბლის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა, ვრცელდებოდა ხმები ბანკის მოქმედი თავმჯდომარის, ელვირა ნაბიულინას გადადგომის შესახებ.
თუმცა, 18 მარტს ნაბიულინას კანდიდატურა პუტინმა სახელმწიფო დუმას მესამე ვადით დასამტკიცებლად წარუდგინა.