საფრანგეთში პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატს სიძულვილის ენის გამო უჩივლეს

 

ფრანგ ჟურნალისტ ერიკ ზემურს ტელეეთერში არასრულწლოვანი მიგრანტების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენების გამო სასამართლოში უჩივლეს.

63 წლის პოპულარულმა სატელევიზიო კომენტატორმა CNews-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვი მიგრანტები „ქურდები, მკვლელები და გამაუპატიურებლები არიან“ და ისინი საფრანგეთმა უკან უნდა გააბრუნოს.

ებრაულ-ალჟირული წარმოშობის პუბლიცისტს 2022 წლის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ბანაკის კანდიდატად განიხილავენ.

პოლიტიკურ რეიტინგებში ზემური „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერ მარინ ლე პენს უსწრებს.

ზემური ხშირად გამოსულა „პოლიტკორექტული“ ენის წინააღმდეგ და საკუთარ ანტიმიგრაციულ მოსაზრებებს ღიად აჟღერებს.

„ეს სარჩელი ჩემს დაშინებას ემსახურება, მაგრამ ვერ დამადუმებენ“, - აცხადებს პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი.

წარსულში სასამართლომ ზემური სიძულვილის ენის გამოყენებაში ორჯერ ცნო დამნაშავედ.

მსგავსი სიახლეები