თალიბანმა პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი დაიკავა
თალიბანის მტკიცებით, მათ პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქი აიღეს. გუშინდელი ბრძოლების შედეგად ავღანეთის სამთავრობო არმიამ მარცხი განიცადა, რის შემდეგაც პაკისტანთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტი თალიბანის კონტროლს დაექვემდებარა.
ავღანეთის ცენტრალური მთავრობის მონაცემებით, ამ სასაზღვრო პუნქტს დღეში დაახლოებით 900-მდე სატვირთო ავტომობილი კვეთს. ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა ქვეყნის რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტი, მათ შორის ისლამ ქალას და ტურქჰუნდის სასაზღვრო პუნქტები ჰერათის პროვინციაში, შირხან ბანდარის და ქუნდუზის პუნქტები ფარას პროვინციაში.
სასაზღვრო პუნქტების დაკავებით თალიბანი ცდილობს ვაჭრობის სფეროს გაკონტროლებას, რაც ნიშნავს, რომ გადასახადებით შემოსულ თანხას არა ცენტრალური მთავრობა, არამედ თალიბანი მიიღებს.
აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ავღანეთში მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება, ამ დროისთვის აშშ-მა ქვეყნიდან უკვე ცოცხალი ძალის 90% გაიყვანა. ავღანეთი დატოვეს კოალიციურმა ჯარებმაც.