Washington Post: ომის მესამე დღეს შოიგუმ რეზნიკოვს კაპიტულაცია შესთავაზა

26 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის კაპიტულაციის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს წინადადება მიიღო. ამის შესახებ Washington Post წერს.

გაზეთის ცნობით, საუბარია რეზნიკოვისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ ხრენინის სატელეფონო საუბრის შესახებ. მან უკრაინელ მინისტრს გადასცა შოიგუს წინადადება დანებებაზე, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარანტია მისცა.

"მზად ვარ კაპიტულაცია რუსეთისგან მივიღო", - ციტირებს გაზეთი რეზნიკოვის პასუხს.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ბელორუს კოლეგას 22 თებერვალს ესაუბრა. შეჭრამდე სამი დღით ადრე, ხრენინი დაჰპირდა, რომ რუსული ჯარები უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდნენ თავს და "ოფიცრის სიტყვა" მისცა.

"და ის მატყუარა აღმოჩნდა", - განუცხადა რეზნიკოვმა WP-ს.

Washington Post-ის თქმით, კიევზე თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 22-წლიანი მმართველობის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური შეცდომა იყო. ქალაქზე მისმა თავდასხმამ მყისიერად აღადგინა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა მოსკოვის წინააღმდეგ და რუსეთის იზოლირება მოახდინა ისეთი ხარისხით, რომელიც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა.

"მთელი მსოფლიოს გასაკვირად, უკრაინის დედაქალაქის აღების მცდელობა დამამცირებელი უკანდახევით დასრულდა, რამაც გამოავლინა ღრმა სისტემური პრობლემები რუსეთის არმიაში", - ასკვნიან სტატიის ავტორები.

მსგავსი სიახლეები