ტრამპის მოწოდებების მიუხედავად, ოპეკმა უარი თქვა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე
ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების კარტელმა (OPEC) გააგრძელეს 2024 წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების ნავთობის ჯამური მოპოვების მაჩვენებლების შესახებ.
ამის შესახებ მინისტრების ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის პრესსამხურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცალკეული ქვეყნების მხრიდან კორექტირებებმა ხელი შეუწყო ნავთობის გლობალური ბაზრის სტაბილურობას.
გასული წლის მიწურულს კარტელმა მიაღწია შეთანხმების ნავთობის ჯამური მოპოვების დღიურად 2.3 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ, შეთანხმების ვადა მიმდინარე წლის მარტში იწურება.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა OPEC-ს და საუდის არაბეთს მოუწოდა გაზარდა ნავთობის მოპოვება, რაც მისი თქმით, დაასუსტებდა რუსეთის პოზიციას და გაზრდიდა უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულების შანსს.