ტრასი: საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ ბირთვული იარაღი გამოვიყენო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობის კანდიდატია, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ის საჭიროების შემთხვევაში მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
ამის შესახებ ტრასმა ბირმინგემში კონსერვატიული პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც Times Radio-მ უმასპინძლა.
ტრასს ჰკითხეს, რას იგრძნობდა, თუ სიტუაცია მისგან "ბირთვულ ღილაკზე" ხელის დაჭერას მოითხოვდა.
"ვფიქრობ, ეს არის პრემიერის მნიშვნელოვანი მოვალეობა. მე მზად ვარ ეს გავაკეთო", - უპასუხა მან.
Sky News-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, პარტიის წევრების 66% საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს უჭერს მხარს.