UK-ის სამხედრო დაზვერვის უფროსი: სწრაფი გარღვევა არცერთ მხარს არ შეუძლია
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ამ ეტაპზე არცერთ მხარეს არ შეუძლია სწრაფი და დამაჯარებელი გამარჯვების მოპოვება.
ჯიმ ჰოკენჰალის განმარტებით, მიმდინარე წელს არცერთი მხარისგან არ უნდა ველოდოთ გადამწყვეტ წინსვლას. მისი თქმით, დასავლური სპეცსამსახურების ყურადღება მიმართულია რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენების საფრთხისკენაც.
ჰოკენჰალის თქმით, ცალსახაა, რომ რუსეთი ხერსონის ირგვლივ ძალებს კრებს მიუხედავად ამისა სერიოზულ დანაკარგეს განიცდის. ბრიტანელი გენერალი აღნიშნავს, რომ რუსეთი იძულებულია ხერსონის შესაკავებლად ქვედანაყოფები დონბასიდან გადაიყვანოს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მომდინარე წნეხზე მეტყველებს.
მიუხედავად ამისა, გენერლის თქმით, ფრონტის ამ ნაწილზე უკრაინას გადამწყვეტი დარტყმის მიყენება ოკუპანტებისთვის უახლოეს თვეებში ძალიან გაუჭირდება. ბრიტანელი გენერალი ამბობს, რომ ფრონტის ამ ხაზზე გაგრძელდება შეტევები და კონტ-შეტევები, თუმცა მისი თქმით, მსოფლიო ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს.