უკრაინა: ბელორუსი რუს ოკუპანტებს საბრძოლო მასალით ამარაგებს
ბელორუსის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შემოჭრილ რუსულ არმიას გარკვეული საბრძოლო მასალას გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას 2 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ბელორუსის რესპუბლიკა აგრძელებს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის. ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხე ისევ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩრდილოეთ საზღვრებთან არსებული სიტუაცია აღწერეს.
"ვოლინისა და პოლეზის მიმართულებით ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილების შემადგენლობა, მდგომარეობა და პოზიცია ბრესტისა და გომელის რაიონებში უცვლელი რჩება. სევერსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ჩვენი პოზიციების დაბომბვას. ოკუპანტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან აწარმოებენ საჰაერო დაზვერვას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში", - აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.