უკრაინა: ოკუპანტებმა 40 ათასი უკრაინელი რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გაიყვანეს

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. 

ვერეშუკის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალები აგრძელებენ უკრაინელების გაყვანას უცნობი მიმართულებით "კვაზი ჰუმანიტარული" კორიდორებით. 

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე, ოკანტებმა რუსეთში 40 ათასამდე უკრაინელი გაიყვანეს ძალით. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინელებს მაინცდამაინც არ სურთ აგრესორის ტერიტორიაზე გადასვლით უშველონ თავს. შესაბამისად რუსეთის არმია ძალით გადაჰყავთ უკრაინელები ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში ან უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. საუბარია ათობით ათას ძალით გადასახლებულ უკრაინელზე",- ამბობს ვერეშუკი. 

ვერეშუკის თქმით, არის შემთხვევები როდესაც ოკუპანტებს ევაკუირებული უკრაინელები ბელარუსის მიმართულებით გადაჰყავთ. 

 

მსგავსი სიახლეები