უკრაინა: რუსები ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან
რუს ოკუპანტებს შეუძლიათ არტილერიის გადატანა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან სხვა მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას 30 ოქტომბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მტერი მოსამზადებელ ზომებს იღებს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან საარტილერიო დანაყოფების გაყვანისთვის, მათ შემდგომში სხვა რაიონებში გადასაყვანად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სამხრეთ ბაგის მიმართულებით, დამპყრობლებმა დარტყმები განახორციელეს ფრონტის ხაზის გასწვრივ 20 დასახლებული პუნქტის რაიონში.