უკრაინა: გავანადგურეთ რუსების სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი
უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა ხერსონის ოლქის კახოვკასა და ბერისლავის რაიონებში სამეთაურო პუნქტები და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ 25 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის პრესსამსახურმა განაცხადა.
"უკრაინული სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების ფეიერვერკის შედეგად განადგურდა მტრის ტაქტიკური საარტილერიო ჯგუფების სამეთაურო პუნქტები კახოვკასა და ბერისლავის რაიონებში. ლიკვიდირებულია შვიდი რუსი სამხედრო, აგრეთვე თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცა და დადასტურდა საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობის განადგურება ნოვა კახოვკაში", - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
ოპერატიული სარდლობა "სამხრეთმა" აცხადებს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმის საფრთხე ზღვიდან და ჰაერიდან კვლავ მაღალია. ვითარება სამხრეთ ბუგის მიმართულებით კი დაძაბულია, მაგრამ კონტროლირებადი.