უკრაინა: "ვაგნერის" 8 ათასი დაქირავებული მებრძოლიდან ნახევარზე მეტი პატიმარია
რუსეთის ხელმძღვანელობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაკების ხარჯზე ცდილობს ჯარში დანაკარგების შევსებას, ხოლო კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებულთა ნახევარზე მეტი პატიმარია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 18 ოქტომბერს განაცხადა.
"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ წყვეტს ზომების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე დანაკარგული დანაყოფების პერსონალის შესავსებად. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაკთა სიის წინასწარი დაჯავშნისა, ასეთი საწარმოები კვლავ იღებენ გასაწვევთა გეგმებს, რომლებიც იძულებულნი არიან შეასრულონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ისინი თანამშრომლებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში აგზავნიან, აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
"გრძელდება რუსული ქვედანაყოფების დანაკარგების შევსებას პატიმრების ხარჯზე. ოქტომბრის დასაწყისისთვის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 8000 ბოევიკიდან ნახევარზე მეტი აღნიშნული კატეგორიის დაქირავებულები არიან", - აცხადებს უკრაინული მხარე.