უკრაინაში ომი "ოპერატიულ ჩიხშია" - CNN
უკრაინაში ომი "ოპერატიულ ჩიხშია" და არც ერთ მხარეს არ შეუძლია შექმნას საკმარისი საბრძოლო შესაძლებლობები კონფლიქტის კურსის შესაცვლელად. ამის შესახებ CNN 19 აგვისტოს ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, ორივე მხარეს ადამიანური რესურსების პრობლემა აქვს და თითქმის ექვსთვიანმა ომმა "ძალების სერიოზული ამოწურვა გამოიწვია". საკადრო პრობლემები არის "ჩიხის" გამომწვევი ფაქტორი, აღნიშნეს CNN-ის თანამოსაუბრეებმა.
გარდა ამისა, მათი თქმით, კულმინაცია აქამდე გავიდა, ახლა "ტემპი შენელდა". მათ დაამატეს, რომ რუსეთი ახლა "საშინელ ვითარებაშია", კერძოდ, მას ასევე აქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი. წყაროს თქმით, ამის დასტურია საწყობებიდან ძველი მარაგების გატანა, რაც, მისი თქმით, "ეს აუარესებს რუსების უნარს წამოიწყონ ახალი შეტევა".