ზელენსკი: უკრაინა თავისუფალი იქნება!

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის.

"ძალიან ვაფასებ აშშ-ს კიდევ ერთ, 775 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. მადლობა ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის! ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აგრესორის დასამარცხებლად. უკრაინა თავისუფალი იქნება!" - დაწერა მან Twitter-ზე.

19 აგვისტოს აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც უკრაინა HIMARS-ებისთვის საბრძოლო მასალას , 16 105-მმ-იანი ჰაუბიცას და 36 ათას 105-მმ-იან საარტილერიო ჭურვს, 15 უპილოტო საფრენ აპარატ Scan Eagle-ს და 1000 ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები