ჟაირ ბოლსონაროს რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზე დაეცა

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მოწონების რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. მომავალ წელს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილების ზრდა მის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების დაწესებაზე უარის თქმას და ზოგადად, კრიზისის წარუმატებლად მართვას უკავშირდება.

Datafolha-ს კვლევის თანახმად, ბოლსონაროს საქმიანობას უარყოფითად მოსახლეობის 53% აფასებს, დადებითად - 22%.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში კი ბოლსონაროს ყოფილი პრეზიდენტი ლუიზ ინასიო ლულა და სილვა უსწრებს.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხარდამჭერები შეკრიბა და უთხრა, რომ უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებებს არ შეასრულებს.

 

მსგავსი სიახლეები