ირანი ეჭვობს, რომ ტრამპის მცდელობა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მორიგი ხაფანგია

რეგიონისკენ მიემართება 82-ე სადესანტო დივიზიის ბრიგადა, 31-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფი და, სავარაუდოდ, იმავე სახეობის 24-ე ან 26-ე დანაყოფი.

ახსნილი: ირანის რეჟიმში მთავარი პერსონები ამერიკასთან მოლაპარაკებების მოლოდინში

ტრამპმა ორშაბათს მიანიშნა, რომ ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმებას უახლოვდება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს.

ირანი ხისტ მოთხოვნებს აყენებს; არასაჯაროდ კი დათმობებზე მიანიშნებს - მე-12 არხი

სააგენტო Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის ოფიციალური პირების ვარაუდით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ისლამაბადში შესაძლოა უკვე ამ კვირაში გაიმართოს.

ნეთანიაჰუ უკმაყოფილოა, რომ "მოსადის" დაპირებები ირანში ხალხის აჯანყებაზე არ შესრულდა - NYT

ისრაელელი მაღალჩინოსნები კვლავ ინარჩუნებენ რეჟიმის შეცვლის იმედს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამბოხი ჯერ კიდევ არ მომხდარა, ნეთანიაჰუს დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

აშშ-მა სანქციები მოუხსნა 140 მილიონ ბარელ ირანულ ნავთობს

ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ ნავთობის უმეტესობა ისედაც ჩინეთში მიემართებოდა, ხოლო სანქციების მოხსნა მისცემს საშუალებას რეგიონის სხვა ქვეყნებსაც შეიძინონ ირანული ნავთობი.