ბრიტანეთში თებერვლის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა

ხუთშაბათს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 703 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვირუსის შემთხვევების სწრაფ ზრდას კოვიდის დელტა ანუ ინდურ ვარიანტს უკავშირებენ.

იმავე დღეს ქვეყანაში 21 ადამიანი დაიღუპა.

ბრიტანეთის მოსახლეობის 83% ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აიცრა.

გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 4.6 მილიონი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა და 152 000 ადამიანი კი დაიღუპა.



მსგავსი სიახლეები