Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა - Financial Times
Alibaba-ს დამფუძნებელმა და ერთ დროს ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა და თითქმის ნახევარი წელია ტოკიოში ცხოვრობს. ამის შესახებ Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯეკ მამ ჩინეთი "პეკინის მიერ ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორზე და მის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენებზე ზეწოლის ფონზე" დატოვა.
წყაროების თქმით, მა იაპონიაში ოჯახთან, პირად შეფთან და მცველებთან ერთად გაემგზავრა. გაზეთი წერს, რომ ბიზნესმენმა მინიმუმამდე შეამცირა სოციალური აქტივობაც.
Financial Times-ის წყაროები ამბობენ, რომ "ALibaba-ს" დამფუძნებელი ახლა სტუმრობს ტოკიოს რამდენიმე კერძო კლუბს, კურორტებს და რეგულარულად მოგზაურობს აშშ-სა და ისრაელში.