ამერიკა უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა 10 ნოემბერს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 400 მილიონ დოლარიანი პაკეტი გამოაცხადა. 2021 წლის აგვისტოდან პენტაგონის განცხადებით, ეს არის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან აღჭურვილობის 25-ე გადაცემა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი პაკეტი მოიცავს:

  • რაკეტები Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის;
  • ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა Avenger და Stinger-ის რაკეტები მათთვის;
  • დამატებითი რაკეტები HIMARS-ისთვის;
  • 21 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი;
  • 155 მმ კალიბრის 500 მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვი;
  • 10 ათასი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების ჭურვი;
  • 100 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV);
  • 400 ყუმბარმტყორცნი;
  • მცირე შეიარაღება, ოპტიკა და 20 მილიონზე მეტი მცირე იარაღის ვაზნა;
  • მოწყობილობა დაბრკოლებების გასაწმენდად;
  • დამცავი მოწყობილობა ცივი ამინდისთვის.

"უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დაუნდობელი და სასტიკი საჰაერო თავდასხმების ფონზე, საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები გადამწყვეტია. HAWK-ის რაკეტები, რომლებიც განახლდება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის თანხებით, შეავსებს ესპანეთის ბოლო ვალდებულებას, უზრუნველყოს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები მოწყობილობები, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ საფრთხესთან გამკლავებაში." - აცხადებს პენტაგონი.

"მოკლე დისტანციაზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემა Avenger ასევე მისცემს უკრაინას შესაძლებლობას დაიცვას უკრაინის ჯარები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა უპილოტო საჰაერო სისტემებისა და ვერტმფრენებისგან." - ნათქვამია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები