ამერიკაში საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

არალეგალი მიგრანტების მიერ ამერიკა-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის რიცხვი 2006 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალია. მონაცემები საბაჟო და საზღვრის დაცვის დაპარტამენტისგან Axios-მა გამოითხოვა.

2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 მაისამდე სასაზღვრო პატრულმა 900 000 მიგრანტი შეაჩერა. წინა თვეში საზღვრის გადაკვეთა 170 000-ზე მეტმა ადამიანმა სცადა, რაც ბოლო 20 წლის რეკორდია.

აშშ-ში არალეგალი მიგრანტების საერთო რაოდენობის 40% მექსიკიდან შედის.

გარდა ამისა, ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების დიდი რაოდენობა შედის საკმაოდ შორეული ქვეყნებიდან - ეკვადორი, ვენესუელა, კუბა და ჰაიტი.



მსგავსი სიახლეები