არსებობს ნიშნები, რომ სომალელი მეკობრეები ზღვაში ბრუნდებიან - Bloomberg
ინდოეთის ოკეანეში კვლავ იწყებენ აქტიურობას სომალელი მეკობრეები, რომლებიც დაახლოებით 10 წელია გაქრნენ. ამის შესახებ Bloomberg-მა 3 თებერვალს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებზე დაყრდნობით დაწერა.
2017 წლის შემდეგ პირველად, 2023 წლის დეკემბერში სომალეელმა მეკობრეებმა გაიტაცეს მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი.
ევროკავშირის მეკობრეობის საწინააღმდეგო საზღვაო ოპერაცია EUNavFor-მა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ გემი Ruen სამხრეთ კორეიდან ლითონის ტრანსპორტირებისას დაიკავეს და მოგვიანებით მეკობრეებმა მიაცილეს სომალის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, კუნძულ ჰაფუნთან ახლოს.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ამ კვირაში ბრიტანეთის საზღვაო ფლოტმა გამოსცა საზღვაო გადაზიდვის შესახებ გაფრთხილება, რომ მეკობრეები ინდოეთის ოკეანეში მოქმედებენ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა სომალელმა მეკობრეებმა იმ მასშტაბით იმოქმედონ, რაც წარსულში ჰქონდათ, მათ შორის ისეთი დიდი გემების გატაცება, როგორიცაა ნავთობის სუპერტანკერი Sirius Star და საკონტეინერო გემი Maersk Alabama.
ტექნოლოგიის განვითარებამ და სამოქალაქო გემების მიერ შეიარაღებული მცველების ფართო გამოყენებამ, შეიძლება შეაჩეროს მეკობრეობა.