15:54 | 29 მაისი, 2026 — რუსეთი
რუსეთში ფინანსთა სამინისტრომ ომის გამო ბიუჯეტის ხარჯების გაყინვა მოითხოვა
მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის ხარჯების გაყინვა მოსთხოვა.
ამის შესახებ გამოცემა The Financial Times წერს, რომელმაც მინისტრის მიმართვა მოიპოვა.
რას წერს FT: სილუანოვმა სამხედრო სფეროს გარდა ყველა სხვა ხარჯის გაყინვა მოითხოვა, რაც, ჯამში, 40.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
- ფინანსთა მინისტრის თქმით, 2028 წლისთვის ომის ხარჯები 100 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
- სილუანოვმა მთავრობას მიმართა წინადადებით, რომ ირანში აშშ-სა და ისრაელის მიერ ომის დაწყებამდე, შესაბამისად, რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებამდე, შესაბამისი ზომები გაატარონ. მიუხედავად ამისა, ეს შემოსავალი კრემლის მიერ წარმოებული ომის ხარჯებს ვერ დაფარავს.
- ორი დღის წინ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სილუანოვის ინტერვიუ, რომელშიც მინისტრმა ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ილაპარაკა.
- ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ "რუსულ ფინანსურ სისტემაში სუსტი წერტილები არ არის".
სტრიქონებს შორის: სხვადასხვა კვლევების თანახმად, რუსეთის საომარი ხარჯები წლიდან წლამდე გეომეტრიულად იზრდება.
- მაგალითისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების გერმანული ინსტიტუტის მეცნიერის, იანის კლიუგეს გათვლებით, 2025 წლის იანვარი-სექტემბერში რუსეთის სამხედრო ხარჯებმა 167 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 4-ჯერ მეტია.
- კლიუგეს გამოთვლით, 2022-2025 წლებში რუსეთმა 597 მილიარდი დოლარი დახარჯა.