აშშ-ის დაზვერვა არ თვლის, რომ ირანზე თავდასხმებმა ბირთვული პროგრამა გაანადგურა - CNN

შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა მისი ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაანადგურა, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი თვეებით უკან დახევა გამოიწვია.

State Of Play: CNN-მა აშშ-ის დაზვერვის შეფასება მოიპოვა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებში ცენტრიფუგები და მაღალგამდიდრებული ურანი სრულად ვერ გაანადგურა.

  • ტელევიზიის წყაროების ცნობით, დარტყმებმა ძირითადად მხოლოდ მიწისზედა ნაგებობები დააზიანა სერიოზულად, განსაკუთრებით ობიექტების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და შენობები, რომლებიც ურანის ბომბის დასამზადებელ მასალად გადასაკეთებლად გამოიყენება.
  • CNN-ის ორმა წყარომ, რომელიც აშშ-ის დაზვერვის შეფასებას იცნობს, განაცხადა, რომ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი არ განადგურებულა. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ირანის ცენტრიფუგები დიდწილად "ხელუხლებელი" იყო.

Big Picture: "აშშ-მ (ირანის ბირთვული პროგრამა - რედ.) შესაძლოა რამდენიმე თვით უკან დაიხია, მეტი არა," - აღნიშნა არხის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.

  • თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ პენტაგონის სადაზვერვო სააგენტომ მართლაც ჩაატარა ირანზე დარტყმების ზემოქმედების საწყისი შეფასება, მაგრამ თქვა, რომ ეს "აბსოლუტურად არასწორია."
  • "ამ სავარაუდო შეფასების გაჟონვა პრეზიდენტ ტრამპის დამცირებისა და იმ მამაცი პილოტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობაა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების უნაკლო მისია შეასრულეს," - განუცხადა ლევიტმა CNN-ს.

Сontext: ამერიკული ტელევიზიის მიერ ნანახი დაზვერვის სააგენტოს შეფასება ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს, რომ დარტყმებმა "მთლიანად და სამუდამოდ გაანადგურა" ირანის ურანის გამდიდრების ობიექტები.

მსგავსი სიახლეები