აშშ-მ სირიაში ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფება დაბომბა

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკის ავიაციამ აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა, რომელსაც ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფებები იყენებენ.

დეირ ეზ-ზორში მდებარე ბაზის დაბომბვას ექვსი სირიელი და უცხოელი სამხედრო ემსხვერპლა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია აცხადებს, რომ ამერიკამ იერიში ფატიმიუნის დაჯგუფებაზე მიიტანა, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიის ხელქვეითად მიიჩნევა.

„დღევანდელი დარტყმები ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოების დასაცავად იყო საჭირო“, - განაცხადა CENTCOM-ის პრეს-სპიკერმა.

სარდლობაში აცხადებენ, რომ ფატიმიუნზე მიტანილი დარტყმა 15 აგვისტოს ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებული იერიშის საპასუხო იყო.

დეირ ეზ-ზორი სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროვინციაა, რომელიც ერაყს ესაზღვრება და ნავთობის რეზერვებს მოიცავს.

 

მსგავსი სიახლეები