აშშ ტაივანს სუვერენული სახელმწიფოების ფონდიდან დაეხმარება
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტაივანს სამხედრო დახმარებას საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის (FMF) მეშვეობით გადასცემს, რომლითაც თანხას ჩვეულებრივ სუვერენული სახელმწიფოები იღებენ.
ამ ინფორმაციას Reuters 30 აგვისტოს ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რათა ტაივანს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმაროს ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობებისა და საზღვაო უსაფრთხოების გზით.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანისთვის FMF-ის ფარგლებში დახმარების გამოყოფა არანაირად არ ნიშნავს ამერიკის პოლიტიკის ცვლილებას.
ამავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის ეს ქმედებები უდავოდ გააბრაზებს ჩინეთს, რომელიც ტაივანს თავის ტერიტორიად თვლის.
ტაივანი უარს ამბობს მის ტერიტორიაზე ჩინეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე.
ივნისის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ აპირებს ტაივანს 440 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და სამხედრო კომპონენტები მიაწოდოს.