"აზოვის" მებრძოლის მეუღლე: აზოვსტალში ჯანმრთელი მებრძოლები არ არიან
დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის დამცველებს შორის, რომლებიც აზოვსტალის ქარხანაში იმყოფებიან, არცერთი ადამიანი არ არის, რომელიც დაჭრილი ან დაშავებული არაა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითი კორპუსის მებრძოლის მეუღლემ, ანა ივლეევმა 14 მაისს, ბრიფინგზე განაცხადა.
"აზვოსტალში ჯანმრთელი ჯარისკაცები არ არიან. არიან მძიმედ დაჭრილი და საშუალო სიმძიმის დაშავებების მქონე ჯარისკაცები, მაგრამ ბიჭები მაინც შედიან ბრძოლაში. არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე სამი ჭრილობა მიიღეს, მაგრამ იბრძვიან. მხოლოდ ისინი არ იბრძვიან, ვისაც კიდურები არ აქვს, ან უბრალოდ ვერ დგებიან", - თქვა მან.
ივლეევამ აღნიშნა, რომ ახლობლები და ოჯახის წევრები ამაყობენ აზოვსტალის დამცველებით.
"მათ აჩვენეს, რომ ამ ქარხანაში წარმოებულ ფოლადზე უფრო ძლიერები არიან. ისტორია დაწერეს, როგორი უნდა იყვნენ ჯარისკაცები, რომლებმაც ფიცს არ უღალატეს და ბოლომდე იბრძვიან", - თქვა მან.
ამ ბრიფინგზე მარიუპოლის გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა მოუწოდეს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, დაეხმაროს უკრაინას სამხედროების აზოვსტალიდან ევაკუაციაში.