ახალი ამბები

19:22 | 08 სექტემბერი, 2026 — აშშ-რუსეთის ურთიერთობები

"კონსტრუქციული და ღია"- ტრამპმა და პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს - მთავარი თემა გასულ უქმეებზე ამერიკელი სპეცწარმომადგენლების ვიზიტის შედეგები იყო. 

ვითარების არსი: ამერიკის პრეზიდენტთან გამართული საუბრის შესახებ ინფორმაციას ვლადიმირ პუტინის მრჩეველი, იური უშაკოვი ავრცელებს - მისი თქმით, "საუბარი ღია და კონსტრუქციული" ხასიათი ჰქონდა. 

  • საუბარი 1 საათი გრძელდებოდა და უშაკოვის თქმით, ტრამპი თანმიმდევრულად საუბრობდა ომის სწრაფად დასრულების სარგებელზე - ხოლო პუტინი აღწერდა ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების მისეულ ხედვას.

ჩაშლილად:  უშაკოვის თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტის შექმნიდა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის საფუძველს, რაც "ორივე მხარეს კოლოსალურ სარგებელს მოუტანდა." 

  • რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ტრამპს სურს რუსეთთან ურთიერთობებზე გარღვევას მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მიაღწიოს. 

კონტექსტი: ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი გასულ უქმეებზე განახლდა, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტის ემისრები ჯერ მოსკოვს, ხოლო მოგვიანებით კიევს ეწვივნენ. 

  • კონკრეტული შეთანხმებების შესახებ ცნობილი არაფერია, მიუხედავად ამისა ორივე მხარე მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა გაიმართოს პირდაპირი სამმხრივი შეხვედრა. 

  • უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან გამოსულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი სავარაუდოდ ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე