ბაიდენი: იმედია არჩევნების შემდეგ უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა გაგრძელდება
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, "მზადაა იმუშაოს რესპუბლიკელებთან". CNN-ის ცნობით, ეს განცხადება მან 9 ნოემბერს გააკეთა.
ამავდროულად, ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ არის გარკვეული საკითხები, რაზეც კომპრომისი არ წარმოუდგენია. იგი იმედოვნებს, რომ უკრაინის დასახმარებლად, თანამშრომლობა, ყველა სფეროში გაგრძელდება.
ამ საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ "უკრაინაში რუსულ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, ორპარტიული მიდგომის გაგრძელების" იმედი აქვს.
ამერიკის კონგრესის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ, ზედა პალატაში კი - დემოკრატები.