ბაიდენი: ჩვენი აზრით, რუსეთი მომდევნო დღეებში კიევს შეუტევს
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის არმია მომდევნო კვირაში, უფრო სწორად მომდევნო დღეებში თავს დაესხმება უკრაინას. ვფიქრობთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება - 2.1 მილიონი უდანაშაულო ადამიანის ქალაქი."- განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ისაუბრა ბოლო დღეებში დონბასში გამწვავებულ ვითარებაზეც - აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს, რითაც ომისთვის საბაბის შექმნას ცდილობს.
ესკალაციაზე პასუხისმგებლად ბაიდენმა პრორუსი სეპარატისტები დაასახელა.