ბაიდენი შეშფოთებულია, რომ რესპუბლიკელები უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას გეგმავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებულია, რომ რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის მომხრეა. ამის შესახებ ინფორმაციას 20 ოქტომბერს CNN ავრცელებს.
"დიახ, მე შეშფოთებული ვარ. მათ თქვეს, რომ [უკრაინის] დახმარებას შეწყვეტენ", - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს.
კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკარტიმ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალ წელს უკრაინის დახმარება შემცირდება.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ მაკკარტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესის ორივე წამყვანი პარტია - დემოკრატიული და რესპუბლიკური - უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა და ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს.
NBS News-მა 20 ოქტომბერს დაწერა, რომ ბევრი რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელსაც მხარს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინისთვის გაცემული ამერიკული დახმარების ოდენობას. კანდიდატები აცხადებენ, რომ აშშ-ს უფრო აქტუალური შიდა პრობლემები აქვს და რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი დახმარება უნდა გაუწიონ უკრაინას.
ამავდროულად, რესპუბლიკელებს შორისაც არიან უკრაინის მხარდაჭერის მომხრეები, რაც, როგორც NBS-მა აღნიშნა, ეს ასახავს პარტიაში "ღრმა განხეთქილებას" უკრაინასთან და ზოგადად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ტელევიზიის ცნობით ცნობით, აშშ-ის კონგრესი ახლა უკრაინის დახმარების ახალ, 50 მილიარდ დოლარიან პაკეტს განიხილავს.