ბაიდენმა ნიკარაგუაში ჩატარებული „სათამაშო არჩევნები“ დაგმო

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას ნიკარაგუაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებს „ფიქცია და თვალის ახვევა“ უწოდა.

არჩევნებში გამარჯვებას მოქმედ პრეზიდენტ დანიელ ორტეგას და მის მეუღლეს, ვიცე-პრეზიდენტ როსარიო მურიიოს უწინასწარმეტყველებენ.

ბაიდენმა ორტეგას და მურიიოს „ავტოკრატები“ უწოდა. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ დართეს ორმოცამდე ოპოზიციურ კანდიდატს, წინასაარჩევნო პერიოდში დევნიდნენ თავისუფალ მედიას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

„ჩვენ ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ორტეგას და მურიიოს რეჟიმმა ნიკარაგუელი ხალხის წინაშე პასუხი აგოს“, - თქვა ბაიდენმა.

გამარჯვების შემთხვევაში, დანიელ ორტეგა ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი მეოთხედ, ხუთი წლის ვადით გახდება.

75 წლის ორტეგამ სახელი 1970-ან წლებში სანდინისტურ რევოლუციაში მონაწილეობით გაითქვა, რომელიც ნიკარაგუის მემარჯვენე დიქტატორ სომოსას უპირისპირდებოდა.

მსგავსი სიახლეები