BBC: ბორის ჯონსონზე მეტი მხარდამჭერი დეპუტატი, რიში სუნაკს ჰყავს
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ თრასის შემცვლელად, კონსერვატიული პარტის არცერთ წევრს, ოფიციალურად, საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია, თუმცა ბრიტანულ მედიაში ვარაუდობენ, რომ სამი მთავარ კანდიდატს შორის - რიში სუნაკი, ბორის ჯონსონი და პენი მორდონტი იქნებიან.
BBC-ის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატის მხარდამჭერთა რიცხვი, ბრიტანეთის პარლამენტში ასე გამოიყურება:
- რიში სუნაკი - 46 დეპუტატი
- ბორის ჯონსონი - 23 დეპუტატი
- პენი მორდონტი- 16 დეპუტატი
ეს მონაცემები დაფუძნებულია იმ კონსერვატორი დეპუტატების განცხადებებს, რომლებმაც საჯაროდ დაუჭირეს რომელიმე კანდიდატს მხარი, ან კამერის მიღმა, BBC-ის საკუთარი არჩევანის შესახებ შეატყობინეს.
აღნიშნული მაჩვენებლები და პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავების მსურველების რიცხვიც, მოკლე დროში, მნიშვნელოვნად შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ კანდიდატს 100 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება, რათა კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის მოსაპოვებელ პროცედურებში შეძლოს მონაწილეობა.