ბელუჯისტანი: ტერორისტებმა ოთხი პაკისტანელი მესაზღვრე მოკლეს
პაკისტანის არმია აცხადებს, რომ ირანიდან მოქმედმა "ტერორისტებმა" სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ბელუჯისტანში ოთხი მესაზღვრე მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური პირები ესაუბრებიან ირანელ კოლეგებს, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილონ.
თავდასხმა ქეჩის რაიონში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ბელუჯისტანელი სეპარატისტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდნენ მთავრობას.
გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეებმა ოთხი დაღუპული ჯარისკაცის იარაღი წაიღეს.
წინა თვეში პაკისტანის უშიშროების ცხრა ოფიცერი დაიღუპა და მინიმუმ 13 დაიჭრა ბელუჯისტანში თვითმკვლელი თავდასხმის შედეგად.