ბლინკენის ვიზიტი მოლდოვაში - ძირითადი გზავნილები (France 24)

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა

გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, მისი გამოსვლიდან:

  • მოლდოვა მსოფლიოსგან მადლობას იმსახურებს
  • აშშ აქტიურად მუშაობს პოლონეთთან, რომ საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას გადაეცეს
  • მხარს უჭერს მოლდოვის ევროინტეგრაციას, მაგრამ ეს პროცესი თავად მოლდოვასა და ევროპული კავშირის წევრებზეა დამოკიდებული
  • ენერგეტიკის როლი უმნიშვნელოვანესია მოლდოვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში
  • აშშ ინვესტირებას გააკეთებს მოლდოვის ენერგეტიკულ სექტორში

სახელმწიფო მდივანი გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პოლონეთის საზღვართან შეხვდა და იგი კვლავ აპირებს ევროპაში შეხვედრების გაგრძელებას.

მსგავსი სიახლეები