დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:18 | 27 ოქტომბერი, 2026 — ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეის სამხედროები უკრაინაში თანამედროვე ომის გამოცდილებას იღებენ - ამერიკელი გენერალი

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობით თანამედროვე საბრძოლო გამოცდილებას იძენენ, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოიყენებენ.

ამის შესახებ აშშ-ის მერვე არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯოზეფ ჰილბერტმა განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში მიმდინარე ომმა, განსაკუთრებით დრონებისა და რობოტიზებული სისტემების ფართო გამოყენებამ, თანამედროვე ბრძოლის მეთოდები მნიშვნელოვნად შეცვალა.

  • ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან დიდწილად იზოლირებულია, რეალურ საბრძოლო პირობებში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით ღირებულია.

  • ამერიკელი სამხედროების შეფასებით, ამ გამოცდილებამ შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას სამხრეთ კორეასა და აშშ-ს.

რას ამბობს ამერიკელი გენერალი: ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალმა აღნიშნა, რომ ფხენიანი ყურადღებით აკვირდება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს.

  • "როგორც ჩვენ ვაკვირდებით, როგორ იცვლება ომის წარმოების მეთოდები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ზუსტად ასე იქცევიან ჩრდილოეთ კორეელებიც", - განაცხადა გენერალმა.
  • მისი თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა აშკარაა, თუმცა მისი კონკრეტული დეტალების განხილვისგან თავი შეიკავა.

კონტექსტი: სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 16 ათასზე მეტი სამხედრო გაგზავნა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაფხულში განაცხადა, რომ ფხენიანმა შესაძლოა რუსეთში დამატებით ათიათასობით სამხედრო გაგზავნოს.
  • გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ჰილბერტი აშშ-ის მერვე არმიას ხელმძღვანელობს, რომლის შტაბიც სამხრეთ კორეაში, სეულთან ახლოს მდებარე კემპ-ჰამფრისის სამხედრო ბაზაზეა განთავსებული.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე