ბლინკენმა უკრაინის კონტრშეტევა შეაფასა: კარგი პროგრესია
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის სამხედრო კონტრშეტევაში კარგ პროგრესს ხედავს და უკრაინას გრძელვადიან მხარდაჭერას დაჰპირდა.
ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"მე აქ ვარ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით. ჩვენ კონტრშეტევაში კარგი პროგრესი ვნახეთ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება არა მხოლოდ წარმატებული კონტრშეტევისთვის, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა ჰქონდეს კარგი შეკავების ბერკეტები, ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა აგრესია აღარ განმეორდეს." - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში ყოველი ვიზიტის დროს ის გაოცებულია უკრაინელების გამბედაობითა და გამძლეობით.